• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

მოლდოველი ოლიგარქი 5 თვითმფრინავით ქვეყნიდან გაიქცა - რა ელოდება ივანიშვილს?

მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი, რომელიც ივანიშვილის მსგავსად ქვეყანას არაფორმალურად მართავდა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ქვეყნიდან გაიქცა. 

ამრიგად, მოლდოვაში ოლიგარქია უკვე ოფიციალურად დაემხო. ორხელისუფლებიანობა დასრულდა, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა და საკონსტიტუიო სასამართლოც, დიდი ალბათობით, ლეგიტიმაციას დაუბრუნებს პარლამენტს.

რაც შეეხება ოლიგარქიულ მმართველობას, მოლდოველ ოლიგარქთან, ერთად ქვეყანა დემოკრატიული პარტიის სხვა ლიდერებმაც დატოვეს. 

მოლდოვური მედიის ცნობით, დედაქალაქის აეროპორტიდან 5 თვითმფრინავი აფრინდა.

თვითმფრინავები სხვადასხვა, მათ შორის ლონდონის, ოდესის, მოსკოვისა და სტამბოლის მიმართულებით გაფრინდნენ. 

ერთერთი თვითმფრინავის ბორტზე კი ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი იმყოფებოდა, რომელმაც ივანიშვილის მსგავსად, მილიარდები რუსეთში იშოვა, ხელისუფლებაში მოვიდა და მთელი სახელმწიფო ვერტიკალი დაიქვემდებარა, სასამართლოს ჩათვლით.

თუმცა, ოლიგარქიული მმართველობით გაბრაზებულმა ხალხმა პლახოტნიუკი ხელისუფლებას ჩამოაშორა, ხოლო მის წინააღმდეგ ძალაუფლების უზურპაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

გადამდგარია ოლიგარქის მიერ კონტროლირებადი მთავრობაც, რომელსაც მისი კადრი, პაველ ფილიპი ხელმძღვანელობდა. 

ქვეყნის სათავეში დემოკრატიული და პროდასავლური ძალები მოვიდნენ, პრემიერ მაია სანდუს მეთაურობით.

მოლდოვის ახალმა მთავრობამ, რეფორმების გატარებაში დახმარება სთხოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და მისი მთავრობის ყოფილ წევრებს.

"მოკლედ, ბოლოს წინა ოლიგარქი რეგიონში, მოლდოვის უზურპატორი პლახატნიუკი, 5 თვითმფრინავით გაიქცა მოსკოვში.

რეგიონში ბოლო ოლიგარქი - საქართველოს უზურპატორი ივანიშვილიღა დარჩა.

მოამზადოს თვითმფრინავები", - წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

P.S: მოლდოვა სიდიდით ძალიან ჰგავს საქართველოს. იქ, 2014 წლის აღწერის მიხედვით, 3 მილიონ 557 ათას 600 ადამიანი ცხოვრობს, საქართველოში კი, 2017 წლის აღწერის მიხედვით, 3 მილიონ 718 ათას 200, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან უბრალოდ გაიქცა, ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმისა და გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო.


თეგები :

ოლიგარქები