• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, ზელენსკის მიწვევით მიშა კიევში მაისის ბოლოს ჩავა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესაძლოა 29 მაისს ჩაფრინდეს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემები აქტიურად წერენ. 

ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ვლადიმერ ზელენსკიმ ღიად განაცხადა რომ მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს. 

მან, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მეგობრად მოიხსენია და ხაზგასმით აღნმიშნა რომ: "მისი დახმარება ყველა პოლიტიკოსს სჭირდება". 

რამდენიმე დღის წინ კი, ზელენსკის ინაუგურაცია შედგა. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ოფიციალურად ჩაიბარა პრეზიდენტის პოსტი.

როგორც ჩანს, სწორედ ამას უკავშირდება უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიხეილ სააკაშვილი  მაისის ბოლოს კიევში ჩავა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება - მისთვის მოქალაქეობის აღდგენისა და სხვა პოლიტიკური საკითხების განხილვის მიზნით.

შეგახსენებთ რომ მიხეილ სააკაშვილს პოროშენკომ მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოართვა, რაც ის უკრაინელ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს ღიად დაუპირისპირდა და ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა.