• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

„სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“

„სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ,“ - ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა IDFI-ის კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, მიყურადება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

„სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, გამოიყენება ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური რეჟიმის ამოცანების შესასრულებლად. ის ფაქტი, რომ სასამართლო თითქმის, 100 შემთხვევიდან 100-ვეში აკმაყოფილებს მოთხოვნას მიყურადების შესახებ და არანაირი სხვა კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, ეს მიყურადება აუცილებელი არის თუ არა, ჩვენ რეალურად, არანაირი დაცვითი მექანიზმი არ გვაქვს ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებადი სასამართლოს პირობებში, რომ ვიცოდეთ, ეს მიყურადება რა მიზნით, ვისზე და როგორ ხორციელდება, ანუ ყველა მოქალაქე ჩვენს სახელმწიფოში დღეს არის სრულიად დაუცველი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, კვლევის თანახმად, 2018 წელს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა. ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ.


თეგები :