• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

"აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?"

ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, - აცხადებს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, კირიონი (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე.

"ესაა ჩვენ რასაც ვუყურებთ, მესაზღვრეებთან კონტაქტი არ გვაქვს. კომისიების დონეზე მიმდინარეობს შეხვედრა და იქაც ითქვა ეს ამბავი და იქ ჩაატარეს სპექტაკლი, ვითომ არაფერი იციან და უნდა გაარკვიონ და ვითომ დამოუკიდებლად მოქმედებენ მესაზღვრე პოლიციელები.

სამი უზარმაზარი ბულდოზერი მუშაობს, იმხელა გზა გაჰყავთ, რომ ორი მანქანა თავისუფლად აუქცევს ერთმანეთს გვერდს. მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იწყებენ ამოსვლას და გზა ამოჰყავთ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით ,“ - აცხადებს არქიმადრიტი.

ფაქტია , რომ ვანდალიზმია. გააკეთა ზალკალიანმა განცხადება, რომელიც არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან ეს განცხადება. მინისტრი გვეუბნება ეს ყველაფერი პრესიდან გავიგე, უნდა გადავამოწმო, რომელი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება გზის გაყვანაო... თუ ეს სამშენებლო სამუშაოები შეთანხებული არაა და ისე მიმდინარეობს, ამას ჰქვია საერთაშორისო სკანდალი, ეს საქართველომ უნდა გაასაჩივროს და გააგებინოს საერთაშორისო თანამეგობრობას და აზერბაიჯანულ მხარეს მყისიერად მოსთხოვენ პასუხს და გაჩერდება, რატომ არ აკეთებენ ამას? ,“ - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.


თეგები :