• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

"გირჩი" მეორე ტურში მთაწმინდაზე მხარს არავის დაუჭერს

"გირჩი" მე-2 ტურში გასული რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს.

ჰერმან საბოს თქმით, ისინი თავისი ამომრჩევლისათვის არაფრის მოწოდებას არ აპირებენ.

“გირჩის" ამომრჩეველი, ზოგადად, პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე  განათლებული მგონია ქვეყანაში. ისინი ამიტომ უჭერენ  მხარს "გირჩს". ასეთი ადამიანებისთვის გამოსვლა და მოწოდება, როგორ მოიქცნენ, არასწორი მგონია," - აცხადებს საბო.

არჩევნების წინასწარი შედეგებით მთაწმინდის ოლქში გირჩის კანდიდატი მე-4 ადგილზე გავიდა და ხმების  4.76% აიღო. ცესკოს თანახმად, მთაწმინდის ოლქში ყველა, 31-ვე უბნის დათვლის შედეგები ასეთია:  ლადო კახაძე - 41%, შალვა შავგულიძე - 36.83%.


თეგები :