• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივნისი, 2019
article

ზუგდიდში "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს

ზუგდიდში „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს. ის itv.ge-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.

Itv-ი ჟუსრნალისტი, სუზი მკრტიჩიანი დაკავების მომენტში გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ორი პიკაპი შენიშნეს გზაზე, მანქანასთან მიახლოების შემდეგ კი შიგნით მჯდომებმა მათ კითხვებს არ უპასუხეს.

„დავინახე, რომ დაბურულ მინაშიც კარგად ჩანდა დუბინკები და აქციის დასაშლელი მოწყობილობები. ამაზე გადმოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი და უბრალოდ სიმშვიდისთვის, კანონი რომ არავინ დაარღვიოს იმისთის გვაქვს ეს მოწყობილობები. უცებ დავინახე ორი მანქანა მოვიდა, სავარაუდოდ, სუს-ის იყო, არ ვიცი, გიორგის ალყა შემოარტყეს, ხელები გადაუგრიხეს, მართლა ხმა არ ამოუღია გიორგის, არავინ პასუხი არ გაგვცა, ეგრევე მანქანაში ჩასვეს და წამოიყვანეს,“ - განაცხადა მიკირტიჩიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.


თეგები :