• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

სააკაშვილი: ვინც ფიქრობს რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, აბსოლუტურად დეგენარატი და ავადმყოფია... მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ყველასთვის სინდისი შემენახა

ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მოკლეს, აბსოლუტურად დეგენარატი და ავადმყოფია - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. 

"3 დღის წინ ივანიშვილმა მოაწყო თათბირი, ძალიან შეშფოთებულები არიან თავისი გამოკვლევებით. ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან, ჩემი პირადი რეიტინგის საოცარი ზრდით. ივანიშვილმა დაავალა შემდეგი რაღაც: პირველი, გავააქტიუროთ ისევ ზურაბ ჟვანიას ე.წ. მკვლელობის თემა და ვისაც ჰგონია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, არის აბსოლუტურად დეგენერატი და ავადმყოფი. იმიტომ, რომ ყველა პირობა გარკვეულია მგონი. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, რომ ყველასთვის სინდისი შემენახა და უამრავი ადამიანი დაიჩაგრა ამ თითიდან გამოწოვილი თემით, მაგრამ ივანიშვილს უნდა წამოწიოს იმიტომ, რომ ეტყობა გოგლა ჟვანიას ფული შემოაკლდა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს  დაიღუპა.


თეგები :

×