• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

უჩა ხსნის და ვანო ნიშნავს - ეკონომიკის მინისტრად ჩხარტიშვილის ყოფილი მოადგილე ინიშნება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქობულია ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ხუშტურს შეეწირა. 

პრემიერი ბახტაძე იძულებული გახდა ფორმალურად დაედასტურებინა გადაწყვეტილება, რომელიც არა მან, არამედ, ივანიშვილის დეიდაშვილმა მიიღო. 

შედეგად, ე.წ. განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე ხელმოწერილია. ქობულიას ადგილას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა ინიშნება. 

ცოტა რამ წარსულიდან… 

ნათია თურნავა მოსკოვშია დაბადებული და ის წლების განმავლობაში იყო შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრის, ვანო ჩხარტიშვილის მოადგილე. 

ჩხარტიშვილი საზოგადოებას ანაბრების მითვისების საქმიდან ახსოვს, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრს ხალხის ფულის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. 

დღეს, ვანო ჩხარტიშვილი ერთერთი ყველაზე მდიდარი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია.

ჩხარტიშვილის ბიზნეს-ინტერესების შესახებ ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას პრესა.ჯი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. 

რაც შეეხება ნათია თურნავას, ქობულიას ნაცვლად მისი დანიშვნით, შეიძლება ითქვას რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტს ვანო ჩხარტიშვილი ჩაიბარებს.

როგორც ჩანს, ნათია თურნავას კანდიდატურა მისაღებია ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისთვისაც, რომელიც აკონტროლებს პორტებს, გადაზიდვებს, რკინიგზას... 

ის ეძებს სანდო კადრს, რომელიც ქობულიასგან განსხვავებით, მის მითითებებს ოპერატიულად შეასრულებს. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ: ივანიშვილის დეიდაშვილმა ქობულია გააგდო არა იმიტომ რომ ეკონომიკა ვერ იზრდება და ირგვლივ სიღარიბეა გამეფებული, არამედ იმიტომ რომ მის მერკანტილურ დავალებებს ვერ ასრულებდა - სათანადოდ.


თეგები :

თურნავა
×