• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

მამუკა ბახტაძე: შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კატასტროფული ხანძრის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამო მწუხარებასგამოთქვამს.

"შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კატასტროფული ხანძრის გამო. განსაცდელის ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები პარიზისა და საფრანგეთისკენაა მიმართული" , - დაწერა მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი წაეკიდა. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ტაძრის სამრეკლო და ჭერი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეხანძრე-მაშველების თქმით, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს სარემონტო სამუშაოებთან.


თეგები :

×