• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

ლაშა ბუღაძე: ზვიად რატიანი დიდი პოეტია და დარჩება ისტორიაში და გიორგი გახარია ვის გაახსენდება?!

ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “სხვა შუა დღე”-ში განაცხადა:

„სამეგრელოდან თბილისში დაბრუნებულს, იმ წუთშივე ხასიათი წამგვარა შინაგან საქმეთა მინისტრის რეპლიკამ, რომელიც მომხვდა ყურში და თვალში. მთლიანად ამ ინტერვიუსთვის არ მომისმენია, ამის ნამდვილად არც დრო მაქვს და არც თავი….

რა საკვირველია ისეთი ტექსტი წავიკითხე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ფაქტობრივად თავი მოიწონა იმით, ყოველ შემთხვევაში მისი ფრაზა ამას გულისხმობდა, რომ ის ერთი წუთითაც არ ნანობს იმას, რაც მოხდა და შეემთხვა პოეტ ზვიად რატიანს.

თურმე არ ნანობს მინისტრი ადამიანს რა უქნეს, ძველმა ბიჭმა, ე. წ. პოლიციელებმა.

მაგრამ, მე  პოლიციელებს ამ შეურაცხყოფას არ მივაყენებ, თუმცა ჩვენ ვიცით რომ არსებობს კრიმინალური მენტალიტეტი არა მხოლოდ საზოგადოების რაღაც ნაწილში, არამედ პოლიციაშიც.  გადმონაშთიც არსებობს. საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოებას ყოველთვის ექნება აგრესია სწორედ ძველ ბიჭობის მიმართ პოლიციაში და ამ უხამსობის და უზრდელობის  და ძალადობრივი ინსტიქტების მიმართ, რისი მსხვერპლიც იყო ზვიად რატიანი,  და შემდეგ, რაც მთავარია ზვიად რატიანი იყო რეპუტაციული ზეწოლის მსხვერპლი, რის გამო მან მარტივად ვერ მოახერხა სამსახურის შოვნა.  პრინციპში ეს იყო მისი სოციალური მკვლელობა.

მართალია, რა კი ის შესანიშნავი  და მნიშვნელოვანი პოეტია, ავტორია, ძალიან ბევრი ლიტერატურული ორგანიზაცია დაეხმარა და ამიტომ ავსტრიაში ცხოვრობს. თუმცა, ეს არ იყო მისი არჩევანი. ძალიან კარგად გრძნობდა თავს მის შვილებთან და ოჯახის წევრებთან.

და ამას არ ნანობს ე. ი. შინაგან საქმეთა მინისტრი? რა გზავნილს უშვებს? მე ვიტყოდი ანტიჰუმანურ, ამორალურ…   ყოველ შემთხვევაში არ მგონია ეს, ასეთ ადამიანებს ხვდებოდეს გულში, მაგრამ ზვიად რატიანი ნამდვილად დარჩება ისტორიაში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, იმიტომ რომ ის მართლაც დიდი პოეტია. ეს არ არის ის პოეტი, როგორც ზოგ-ზოგიერთ შემთხვევაში ტელევიზიაში ვხედავ, რაღაც გარითმულ სადღეგრძელოებს რომ აფრქვევენ ხოლმე და ვიღაც-ვიღაცეებს პოეტი რომ ჰგონიათ.

ზვიად რატიანია პოეტი და ეს მინისტრი, რომლის გვარის ხსენებაც მე მეზარება, ვის გაახსენდება?! და თუ გაახსენდებათ, არც თუ კარგად. ეს ფაქტია.  რომ არ ნანობს ამას, ეს მისი პრობლემაა და სისტემის პრობლემაა. გვახსოვს ჩვენ მინისტრები და რაიკომის მდივნები ქვიშასავით რომ წაუღია ქარს. ამ შემთხვევაში ზვიად რატიანი არ კნინდება, კნინდება ის, ვინც სრულიად არაჰუმანურ, ანტისაზოგადოებრივ, ანტისახელმწიფოებრივ გზავნილებს უშვებს. ვითომდა იმ გაგებით, რომ თურმე პოლიციელის რეპუტაციას იცავს“, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.


თეგები :