• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

წულუკიანი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დანაშაულს ვერ ხედავს

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფოს თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით დანაშაული არ ჩაუდენია. თეა წულუკიანი თვლის, რომ თურმე, სპეცრაზმის სახლში შეჭრა და 19 წლის უიარაღო, მძინარე ბიჭის მკვლელობა დანაშაული არ ყოფილა. 

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თუ მაინც და მაინც, „ამ საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი თავად პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს“. 

მეტიც, წულუკიანმა, სახელმწიფოს მიერ დამიზნებით და განზრახ მოკლული 19 წლის თემირლანი „ვიღაც“ პირად მოიხსენია და ოპოზიციის ის წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებიც საქმის გამოძიებას ითხოვენ. 

„მე არ ვთვლი, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს დამტკიცებული არ არის.  თქვენ გოგაშვილის გვარს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ?! 

მე ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაც დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ასე გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ ან დაამტკიცეთ ან ნუ ატრიალებთ სახელებსა და გვარებს,” – თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. სპეცრაზმი მის სახლში შეიჭრა და თემირლანს, რომელსაც ეძინა, თავში ესროლა. 

19 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, მოკლულს კი, ჯერ ხელყუმბარა ჩაუდეს და შემდეგ, ტერორისტობა დააბრალეს, რაც ამ დრომდე არ დაუმტკიცებიათ.

სისხლიან სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.


×