• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2019
article

"მოქალაქეებს სახელმწიფოს მიმართ ნდობა აღარ აქვთ"

"ნაციონალური მოძრაობის"  წევრი, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ უფრო მეტი მხარდამჭერი დამოკიდებულება გამოავლინოს.

"გასული რამდენიმე კვირის მანძილზე, საკომიტეტო მოსმენებზე გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა როგორც ზურაბ აბაშიძისთვის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისთვის.

იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად ყოველ მეორე დღეს იტაცებენ ჩვენი ტერიტორიიდან ჩვენს მოქალაქეებს და სამწუხაროდ, ხშირად ეს ფატალურად მთავრდება, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მათგანისგან რაიმე წინადადება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში. ამ ფონზე ვფიქრობ, რომ გასაგებია ჩვენი სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილება, თავად იაქტიურონ და დაიცვან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა აღარ აქვთ ჩვენს მოქალაქეებს.

შესაბამისად, გირჩევთ, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოავლინოთ ბევრად უფრო მხარდამჭერი დამოკიდებულება იმიტომ, რომ სამწუხაროდ ისინი დღეს იძულებულები არიან იმოქმედონ ისე, როგორც მოქმედებენ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


თეგები :