• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

როს უილსონი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კრიტიკულია

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კრიტიკულია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, როს უილსონმა სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

როს უილსონის თქმით, დემოკრატია უკვე მიღწეული შედეგის შეფასება არ არის, არამედ პროცესია, რომელიც მუდმივად გრძელდება.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კრიტიკულია, თუმცა აღნიშნულია მიღწეული პროგრესი. უკვე არაერთხელ ვთქვი და ვიმეორებ, რომ საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს თავისუფალი საზოგადოების და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ამის ბოლო მაგალითია პროცედურებში ასახული საპარლამენტო წესები, რაც აძლიერებს მთავრობაზე პარლამენტის ზედამხედველობას. ეს კარგია. არსებობს სირთულეები, თუმცა დემოკრატია არის პროცესი და ყველა ქვეყანას აქვს როგორც პრობლემები, ასევე მიღწევები,“ – განაცხადა როს უილსონმა.


თეგები :

როს უილსონი
×