• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაში ქართველი სპეციალისტების ჩართვის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სომხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის საკითხი დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს და სომხეთს ბევრი რამ აერთიანებს - გეოგრაფია, ისტორია, მომავალი და მომავლის გეგმები.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის. ასევე ერთობლივი, უფრო მჭიდრო ურთიერთობებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი  ევროკავშირია.

„ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი ვიდრე მარტო, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა.

ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და საქართველო - ევროკავშირის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან როგორც პრემიერმა პირველი ვიზიტი საქართველოში განახორციელა, რაც სომხეთის მთავრობის დამოკიდებულების მანიშნებელი და საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმაა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას, მათ ინტეგრაციას საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებასა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების საკითხებს.

მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - სომხეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლების საკითხი დააყენა, რომლის მოქმედებასაც ვადა 2018 ამოეწურა.


თეგები :

×