• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგისიანს.

პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.


თეგები :

×