• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

ივანიშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - მისი მდგომარეობა მძიმდება...

ექსკლუზივი: ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ნერვიულობს.

ივანიშვილის ახლობლები ამბობენ რომ ოლიგარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ინსულტის გადატანის შემდეგ ეტაპობრივად დამძიმდა, რაც ქართული ოცნების ყოფილი წევრებისთვისაც შესამჩნევია.

„ივანიშვილს ბოლო დროს აუხსნელი რაღაც სჭირდა და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეუძლებელი იყო“ - ამბობენ მმართველი პარტიის ყოფილი წევრები კულუარულ საუბრებში.

რა სჭირს ივანიშვილს?

„ბატონ ბიძინას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს“, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ მასზე ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილი ლიდერები.

ისინი, ამის დასტურად მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ერთერთ ბოლო თათბირს ასახელებენ, როდესაც ცხადი გახდა რომ ივანიშვილს სათქმელი ავიწყდება, შემდეგ თემებს ცვლის, ბავშვობის ამბებს ყვება, მღერის, ხეებზე და ზოოპარკზე საუბრობს და მოულოდნელად იწყებს მოძრაობას.

სწორედ ამ თათბირმა გააღრმავა ეჭვები იმის შესახებ რომ ბიძინა ივანიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ექიმების მეთვალყურეობის პარალელურად, ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებს, რასაც რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის წევრები ღიად არ ადასტურებენ.

გაგრძელება


თეგები :

×