• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

"აქ მოსული არ დავინახო" - ივანიშვილი ზურაბიშვილზე

ოლიგარქმა ივანიშვილმა, გაყალბებული და ძალადობრივი არჩევნებით გაპრეზიდენტებული სალომე ზურაბიშვილი აითვალწუნა.

შესაბამისად, გუშინ, ბოლო მომენტში სალომე ზურაბიშვილს შეუთვალეს რომ რუსთაველის თეატრში არ უნდა მისულიყო, რადგან იქ ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა. 

ოლიგარქი, თავდაპირველად,  პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზე მისვლას არ აპირებდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა, ბოლო მომენტში სახლში დარჩენა გადაიფიქრა...

ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს ათინელზე დარჩენა მოუწია. მიუხედავად იმისა რომ მიღებაზე მას ელოდებოდნენ და მისი პირადი ფოტოგრაფიც უკვე ადგილზე იმყოფებოდა. 

"აქ მოსული არ დავინახო", - ასეთი იყო ივანიშვილის რეპლიკა სალომე ზურაბიშვილისადმი, რომელსაც არჩევნების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეეცვალა. 

ივანიშვილის გაღიზიანება ზურაბიშვილის რამდენიმე დამოუკიდებელმა და მასთან შეუთანხმებელმა ნაბიჯმა გამოიწვია, მათ შორის ევროპული ტურნეს ფარგლებში, სადაც მას მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა და ირიბად, არჩევნების გაყალბებასა და ძალადობის ორგანიზებაში ხელისუფლებაც კი დაადანაშაულა იმ პოზიციიდან რომ პირადად ის "არაფერ შუაშია".


თეგები :

×