• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

„ქართული ოცნება“ ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დეპუტატმა აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ გაახმოვანა.

დეპუტატის თქმით, ის არავისთან ალიანსში შესვლას არ გეგმავს და დამოუკიდებლად გააგრძელებს საკანონმდებლო უმრავლესობაში მუშაობას.

„ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც და შესაბამისად, ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას პარლამენტში. ალიანსში არავისთან არ შევდივარ, ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას. უბრალოდ თუ იქნება ისეთი საკითხები, რომლებსაც მე მხარს ვუჭერ, შესაბამისად, მხარდაჭერა ექნება ჩემგან და მეც თუ ისეთი ინიციატივებს დავაყენებ, რომლის მხარდაჭერას მოიპოვებს, რა თქმა უნდა, აქ არ იქნება გარჩევა იმისა, ვინ რომელი პარტიის და ფრაქციის წარმომადგენელია,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.

დეპუტატის თქმით, მისი ინციატივა სახელმწიფოებრივ ხედვას ეფუძნებოდა, რაც მმართველმა პარტიამ არ გაიზიარა.

თეგები :

×