• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

"ქვეყანას ოპოზიციური ძალები აკლია... ეკა ბესელია თავის წვლილს შეიტანს"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ეკა ბესელიას მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვება სამწუხარო ფაქტად შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანას აკლია ძლიერი პოლიტიკური ძალები და პარტიები, განსაკუთრებით ოპოზიციური.

“მე მგონი ძლიერი პოლიტიკური ძალები და პარტიები, განსაკუთრებით ოპოზიციური, ჩვენს ქვეყანას აკლია. ეკა ბესელია ძალიან ძლიერი და გამოცდილია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესში თავის წვლილს ყოველთვის შეიტანს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ეკა ბესელიამ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, პარლამენტში განცხადება დღეს გააკეთა. 

თეგები :

×