• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

„წარმოუდგენელია, რომ მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ერთ ხაზზე ვიყოთ“

წარმოუდგენელია, რომ მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ერთ ხაზზე ვიყოთ, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

გოგიჩაიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დატოვა მმართველი გუნდი. 

„გუშინდელმა დღემ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა. გუშინდელი დღის შემდეგ ჩვენი გზები ერთმანეთს დაშორდა. ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობების ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი განცხადება ჩვენი მოსახლეობის და იმ ხალხის მიმართ, ვისთვისაც სამართალი, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და თავისუფლება მნიშვნელოვანია. მათ უთხრეს, რომ რასაც გიკეთებდათ სააკაშვილი მთელი 9 წლის განმავლობაში და ამას აკეთებდა იმ მოსამართლეების ხელით, ნუ რა მოხდა მერე, ცოტა ვაპატიოთ ამ ხალხს და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ეს ფორმულა ჩემთვის მიუღებელია და ამ მორალის ადამიანთან ერთ გუნდში ვერ ვიქნები. წარმოუდგენელია, რომ მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ერთ ხაზზე ვიყოთ. მე ვერ ვიქცევი კონიუნქტურის ნაწილად, ვერ ვიქცევი პულტზე თითის დამჭერად, მე ვერ შემჭამს კონიუნქტურა. რაც მე მინდა და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვიქნები იმ მხარეს,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა მოსამართლეთა საკითხს და აღნიშნა, რომ ისინი ამ პროცესში ისევ იქნებიან ჩართულები.

„თუ ვინმეს გონია, რომ პროცესი გაუადვილდებათ იმ ადამიანებს სასამართლოში თავის მიზნის მიღწევის, წინასწარ ვეუბნები, რომ ცდებიან. ჩვენ ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ვიქნებით ჩართულები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩინჩალაძე დაწერს სიას თუ ჩინჩალაძე იქნება უზენაეს სასამართლოში, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი პრინციპია, რომ უზენაეს სასამართლოში სწორი ადამიანები მივიღოთ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესისგან გვერდზე გავდგეთ. ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ მათ მოდუნების საშუალებას არ მივცემთ,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

თეგები :

×