• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას კარგავს

ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. ამასთან, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიღო ლევან გოგოიჩაიშვილმაც.

ახლანდელი მდგომარეობით, საპარლამენტო უმრავლესობა 115 დეპუტატისგან  შედგება.

აღსანიშნავია, რომ თუკი, 115 დეპუტატიდან კიდევ ერთი დატოვებს პარტიას, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს. 

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე განცხადების გაკეთებას, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი გეგმავენ. 

რაც შექმნის სურათს, სადაც 111 დეპუტატი იქნება თავმოყრილი. ეს კი, კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა. 

დაკარგავს თუ არა, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას, სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტები გვიჩვენებენ. 


თეგები :

×