• თბილისი
  • 10°C
  • 25 მარტი, 2019
article

ეკა ბესელიამ პარტია "ქართული ოცნება" დატოვა

ეკა ბესელიამ პარტია "ქართული ოცნება" დატოვა, ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივდივარ იქ სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რა, სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა" - განაცხადა მან. 

ეკა ბესელიას თქმით, გუნდიდან წავლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩავარდნა გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობის რიგები უკვე დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმა. 




თეგები :

×