• თბილისი
  • 16°C
  • 18 აპრილი, 2019
article

დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დღეს კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, პატიმრობის შუნარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და მის გათავისუფლეებას დაცვის მხარე მოითხოვდა.

დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გამოკვეთილი ახალი გარემოებები და სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესაძლებლობა არ არსებობს.

თეგები :

×