• თბილისი
  • 16°C
  • 18 აპრილი, 2019
article

"რამდენჯერაც შეეცდება "ნაციონალური მოძრაობა" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს"

"რამდენჯერაც შეეცდება "ნაციონალური მოძრაობა" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეჟში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე  მომხდარი დაპირისპირება სწორედ იმის დასტური იყო, რომ საზოგადოება არ მისცემს "ნაციონალურ მოძრაობას" თავის წამოწევის უფლებას.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" უფლება აქვს იქ შეიკრიბოს სადაც უნდა, თუმცა პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია.

თეგები :

×