• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

ეკა ბესელია მოსამართლეების გამწესების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არ მიიწვიეს

ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან და უვადო მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებით შეხვედრებს დღესაც აგრძელებს.

ბესელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას მოსამართლეების გამწესების საკითხთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამუშაოდ მოსაწვევი არ მიუღია. ჯგუფს ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ბესელია ამბობს, რომ მის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას გრძნობს და იმედს იტოვებს, რომ ჯგუფში ყველა დეპუტატს მიეცემა მუშაობის შესაძლებლობა.

„ყველამ მიიღო, ვინც იყო აქამდე, როგორ მითხრეს. მათ შორის, როგორც ვიცი, კიდევ ვიღაცები დაემატნენ, მაგრამ არ მიმიღია მე და არც ჩემი აპარატის მოწვეულ სპეციალისტს, ელენე სიჭინავას, რომელიც ასევე თავიდანვე იყო ჩართული ამ სამუშაო ფორმატში. რაღაც დისკრიმინაციულ მიდგომას ჰგავს და მე იმედი მაქვს, რომ შეხვედრის გადაწყვეტამდე, თარიღის გადაწყვეტამდე დრო არის იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ინფორმირება, ჩემიც, მათ შორის,“- ამბობს ეკა ბესელია.

თეგები :