• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

"იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, მმართველ გუნდზეც გავრცელდება"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შეკითხვას პრესკონფერენციაზე უპასუხა. 

"იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე. ის პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები არ გადაიქცევა უფრო ღრმა დაპირისპირებად. საზოგადოებას და ქვეყანას მეტი კონსენსუსი სჭირდება. იმაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას მეტი კონსენსუსი სჭირდება მთავარ საკითხებზე, სწორედ რომ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა ერთ-ერთი საკითხია, რომლის ირგვლივ ყველა გაერთიანებული უნდა იყოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ზურაბიშვილის თქმით, თავად ფაქტი, რომ მმართველ გუნდში ასეთი დისკუსია მიმდინარეობს "ნორმალური და საჭიროა. არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც ასეთი რამ არ არსებობს. მე მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მძაფრ დაპირისპირებაში, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება", - თქვა პრეზიდენტმა.

თეგები :