• თბილისი
  • 14°C
  • 20 მარტი, 2019
article

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას ულოცავს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას ულოცავს.

„უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიული მიღწევაა უკრაინისთვის. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინისადმი.

შეერთებული შტატები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს რელიგიურ თავისუფლებასა და რელიგიური ჯგუფების უფლებას, თავიანთი მრწამსის გათვალისწინებით, უწინამძღვრონ რელიგიას გარე ჩარევების გარეშე.

ჩვენ მივესალმებით უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავრის განცხადებას, რომ უკრაინის ეკლესიის კარი ღიაა ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისათვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ხელისუფლებასა და ეკლესიას, რათა მათ ხელი შეუწყონ ტოლერანტობასა და პატივისცემას ყველა აღმსარებლობის ადამიანებისთვის“, - ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 5 იანვარს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს, რითაც გამარჯვებით დასრულდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა.

თეგები :

×