• თბილისი
  • 7°C
  • 24 მარტი, 2019
article

დავით ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებაზე“: 2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი

„თუ კობახიძე უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას“, -  ამის შესახებ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

ფრაქცია „პატრიოტების“ წევრმა  ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და შეახსენა, რომ მმართველი გუნდის ე.წ. ახლებთან ყოფნა, ქართველ ხალხთან ყოფნას არ ნიშნავს.

„კობახიძე საერთოდ მე ვფიქრობ საერთოდ ზღვარს გადადის. გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს ეს ადამიანი, მე ვფიქრობ მას საკმაოდ ერევა ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება. შესაბამისად თუ უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას ამ ადამიანმა.

მე ვფიქრობ „ახლების“ გვერდში დგომა სერიოზული პრობლემა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ეს ხალხის გვერდში დგომას არ ნიშნავს და მან როდესაც გაუჭირდა პირველი ტურის მერე, დახმარებისთვის ხალხს მიმართა და არა კობახიძის გუნდს. შესაბამისად უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი სიმართლისკენ იყოს თუ უსამართლობისკენ.

„ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტ ადამიანს გარიცხავს სიმართლისთვის, მით მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. 2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ. 


×