• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

ვის შეეხება ვალების განულება? - ექსპერტის განმარტება მოსახლეობისთვის

600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

რას ნიშნავს ეს?

ქვეყანაში წინასაარჩევნო ციებ-ცხელების პროცესში, ივანიშვილმა მიიღო ვალების განულების გადაწყვეტილება, აღნიშნული ინიციატივის განხორცილების ვალდებულება  კი ივანიშვილის ბანკმა „ქართუმ“ აიღო. 

საინტერესოა,  რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ ეკონომისტები ამ გადაწყვეტილებას და რა გავლენას იქონიებს ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე? ამის გასარკვევად Presa.ge ეკონომიკურ ანალიტიკოსს მერაბ ჯანიაშვილს დაუკავშირდა. 

„ფაქტია, რომ ვალების დაფარვას მთლიანად ახდენს  „ფონდი ქართუ“, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 1 თეთრიც კი არ მიდის.

აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის მხოლოდ პროცენტისა და სესხის ძირის დაფარვაზე, საუბარია, ვალების მთლიანად გადახდაზე. ეს შეეხება ბანკებსაც და მიკროსაფინასოებსაც, მაგრამ გაურკვეველია მევახშეების ამბავი, რადგან მათი ვალების აღრიცხვა არსად  არ ხდება. „შავ სიაში“ ძირითადად, მცირე ოდენობის სესხების გამო ხვდებოდნენ ადამიანები. 

ის, რასაც მთავრობა ამ კუთხით გააკეთებს სრულიად უპრეცენდენტო ქველმოქმედება იქნება. 1 ადამიანი იხდის, 600 000 ადამიანის სესხს, რომელიც შეიძლება იყოს მილიარდ ნახევარი. 

შესაბამისად, პრობლემურ სესხებს  სხვა ბანკებიდან და მიკროსაფინასოებიდან „ქართუ ბანკი“ გამოისყიდის. ეს გავრცელდება იმათზე, ვინც სესხებს ვერ იხდიდა და ამის გამო, „შავ სიაში“ ხვდებოდნენ,“- განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა Presa.ge-ს.

თეგები :