• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

მერაბიშვილის ადვოკატი: ჩვენ ვითხოვთ ზუსტ დიაგნოზს, რათა სწორი მკურნალობა დაენიშნოს ვანო მერაბიშვილს

ჩვენ ვითხოვთ ზუსტ დიაგნოზს, რათა სწორი მკურნალობა დაენიშნოს ვანო მერაბიშვილს, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატმა ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლევების დასრულების შემდეგ მოინახულა. როგორც ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი აცხადებს, აღნიშნული კვლევების ჩატარების საკითხი ოჯახთან და ადვოკატებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ადვოკატს იმედი აქვს, რომ დღევანდელი კვლევები მაინც აჩვენებს თუ რა გახდა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.

"დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ვანო მერაბიშვილი დილის 8:00 საათზე გადაიყვანეს „ავერსის“ კლინიკაში. ამ კვლევების შედეგი ჩვენთვის უცნობია და გვეუბნებიან, რომ ამ კვლევების შედეგებს გადმოგვცემენ. მთავარია, რომ მერაბიშვილს დადგენილი აქვს ჰორნერის სინდრომი და დღემდე არ არის დადგენილი თუ რამ გამოიწვია ეს სინდრომი და რა მკურნალობა უნდა დაენიშნის მას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. იმედი მაქვს, ამ კვლევებით მაინც დადგინდება თუ რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი. დაგეგმილი და შეთანხმებული არ ყოფილა მერაბიშვილის კვლევაზე გადაყვანა. ჩვენ ვითხოვთ ზუსტ დიაგნოზს. რათა სწორი მკურნალობა დაენიშნოს ვანო მერაბიშვილს“, - განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.


თეგები :