• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2018
article

"მან მითხრა რომ აპირებს მიბაძოს ალიევს, ორბანს და ერდოღანს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ქართველების მართვა"

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალდებებს:

"ყოველთვის როცა მეკითხებიან მიტყდება თუ არა ახლა, რომ ოდესღაც ნაციონალურ მოძრაობაში მივედი, ვპასუხობ რომ არა, რადგან გულწრფელი გადაწყვეტილება იყო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე

აი ამ ადამიანთან ასოცირება მიტყდება. თან მაგრად. მოახერხა და ბოლომდე გააუპატიურა ყველაფერი რისიც მჯეროდა როდესაც მის პარტიაში მივედი

ამ სტატუსს რაც შეეხება:

1. არ 'დამიგინებია', შევაგინე მტყუანს. და ეგ შეგინება ძალაშია ამ სტატუსთან და მასში ნახსენებ 3 მილიონთან მიმართებაშიც

2. იდეური განსხვავებები შეუძლებელია გქონდეს ადამიანთან, რომელსაც არ გააჩნია ერთი პრინციპიც კი და რომელიც ძალაუფლების გულისთვის მზად არის ყველაფერზე ხელი მოაწეროს, literally ყველაფერზე

3. რისთვის წამოვედი და რა მინდოდა დღეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია - არსებობს გირჩი და მარტივად შედარებადია დღევანდელ ენმ-თან. საბოლოო გადაწყვეტილება წამოსვლაზე სწორედ ამ ადამიანთან ბოლო შეხვედრისას მივიღე, როდესაც მან მითხრა რომ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ აპირებს მიბაძოს ალიევს, ორბანს და ერდოღანს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ქართველების მართვა.

4. პავლე კუბლაშვილი არის ჩემი მეგობარი და ის პერიოდულად მართლა გვეხმარებოდა ფინანსების მოძიებაში. ერთადერთი პირობა რაც მქონდა მასთან და ნებისმიერთან ვინც ფინანსურად დაგვხმარებია იყო გირჩის სრული თავისუფლება. იგივე მაქვს საჯაროდ არაერთხელ ნათქვამი, მათ შორის ივანიშვილის მისამართითაც. ნებისმიერის ფულს ავიღებთ ვინც გარისკავს ჩვენში ფულის ჩადებას და პირობებს არ წაგვიყენებს. სამწუხაროდ ამის ერთი ადგილი ამ ქვეყანაში ძალიან ცოტას აქვს.

5. 'კარგად დაფინანსებას' რაც შეეხება - გირჩს აქვს ერთადერთი ოფისი თბილისში, არ აქვს პარტიული სტრუქტურები და ოფისები რეგიონებში, რომლებშიც ენმ, ისევე როგორც სხვა პარტიები, ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ, არ აქვს სატელევიზიო და ქუჩის რეკლამა რომელიც ძალიან ძვირი ღირს, და გირჩის წევრების ნაწილს აქვს სხვა სამუშაოც, საიდანაც იღებენ შემოსავალს. ბოლო თვეების განმავლობაში ოფისის ქირას, რომელიც ჩვენი მთავარი ხარჯია, იხდის ვახო მეგრელიშვილი ან ბიბლიური თავისუფლება (შემოწირულობებიდან). (ამ გაჭირვებასაც მალე დავამთავრებთ რომ საწუწუნო არ გვქონდეს)

ასე რომ, ბ-ნო პრეზიდენტო, შეგიძლიათ მთაწმინდაზე ახვიდეთ და რიგში ჩადგეთ

პ.ს. ჩემი ფბ მეგობრებიდან ვინც ეს სტატუსი დაალაიქეთ, ანუ დაიჯერეთ რომ მე 3 მილიონი დოლარი მაქვს აღებული, ყველას დაგემშვიდობეთ. გავმდიდრდი და აღარ მევასება თქვენი ყურება," - წერს ჯაფარიძე.

თეგები :