• თბილისი
  • 11°C
  • 11 დეკემბერი, 2018
article

ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა, - ამის შესახებ ყიფიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა. 

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას“, - წერს ლევან ყიფიანი.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ მედიაში რამდენიმე დღის წინ გასულ ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერებით დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს.