• თბილისი
  • 13°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

„ცესკო აპირებს არჩევნების ტოტალურ გაყალბებას.. არ გაგივათ, არც ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ“

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ცესკოს არჩევნების გაყალბების სამზადისში ადანაშაულებს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიას აკომპლექტებს „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის წევრების ახლობლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში ფაქტობრივად საარჩევნო შტაბებს ეს უკანასკნელები აკონტროლებენ.

„76 ე.წ. დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე მათ დანიშნეს ყოველგვარი გასაუბრებისა გარეშე  „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების მეუღლეები, ოჯახის წევრები ან სუს-ის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ან თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე თანამშრომლების მეუღლეები და ოჯახის წევრები. ისინი აპირებენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას. მე მინდა მოვუწოდო ცესკოს და ვუთხრა არც ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

გიორგი ვაშაძემ დღეს იმ პირთა სიაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ საარჩევნო კომისიებში დანიშნულები არიან "ქართული ოცნების" ოჯახის წევრები. 

თეგები :