• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2018
article

კახა კალაძე: აგვისტოს ომიდან 3 თვეში, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთში გაგზავნილი წერილი დანაშაულია

კახა კალაძე 2008 წლის აგვიტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილ წერილს აფასებს და მას დანაშაულს და სამარცხვინო ფაქტს უწოდებს.

კახა კალაძის განცხადებით, როდესაც რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, ასეთი შინაარსის წერილის გაგზავნა რუსეთში არის დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი.

თბილისის მერის განცხადებით, მან არ იცის, მოახდენს თუ არა აღნიშნული წერილი გავლენას გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და შანსებზე.

„როგორც ვიცი, ვაშაძე რუსეთის მოქალაქეა, პირველი აქედან დავიწყოთ. თვითონ წერილს რაც შეეხება, დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა ფაქტი არის სამარცხვინო. ქვეყნის ოკუპაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ამ შინაარსის და ამ ტიპის წერილის გაგზავნა არის ძალიან დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი, მე ასე შევაფასებდი “,_ განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატია, რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა და მოსკოვში, ქართული ანსამბლებისა და თეატრების კონცერტებისა და სპექტაკლების ჩატარება შესთავაზა.

თეგები :