• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ექსკლუზივი: ქართული ოცნების დეპუტატებმა ბარში იჩხუბეს - რას აცხადებენ შსს-ში?

„პრესა.ჯი“-ს ექსკლუზივი. 15 ივლისს, ბამბის რიგში, „ქართული კინოს მოედანზე“ მდებარე ერთერთ ბარში, ქართული ოცნების დეპუტატებმა იხულიგნეს და იჩხუბეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბარის შეწუხებულმა ადმინისტრაციამ პოლიციაში დარეკა. 

ძველი თბილისის პოლიციამ კი, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

„პრესა.ჯი“ შსს-ს დაუკავშირდა და მომხდარ ინციდენტზე კომენტარი სთხოვა. პოლიციაში ინფორმაციის დაზუსტებას და ოპერატიულად მოწოდებას დაგვპირდნენ. 

თუმცა, მოგვიანებით გვითხრეს რომ „მსგავსი ინციდენტის შესახებ ჩვენთან შეტყობინება არ შემოსულა“-ო. 

პოლიციისგან განსხვავებით, მომხდარს ადასტურებენ ბამბისა და რკინის რიგს შორის მდებარე ქართული კინოს მოედანზე მდებარე ობიექტების თანამშრომლები. 

მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, ვითარება განიმუხტა, ხოლო დეპუტატები, რომელთა ვინაობასაც ამ წუთებში ვაზუსტებთ, სასწრაფოდ გაარიდეს პერიმეტრს. 

„პრესა.ჯი“ მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებით დეტალებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გამოაქვეყნებს.