• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია, ამაში დარწმუნებული ვარ"

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასახელებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება:

"გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, არც ოპოზიციას და მით უფრო, ვითომ ხელისუფლებას არ შეუძლიათ მიახლოებითაც კი ამ კალიბრის და დამსახურებების კანდიდატის დასახელება.

ვაშაძეს აქვს საქართველოს გადარჩენის და მომავლის ზუსტი ხედვა, რასაც მე სრულად ვიზიარებ...

ახლა მთავარია ბევრი ადამიანის ჩართვა გადამწყვეტ ბრძოლაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა და წარსულში უთანხმოებებისა.

ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, მდაბიო ოლიგარქის მიუღებლობა და ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მომავლის შექმნის სურვილი.

ჩვენ -ქართველი ხალხი, აუცილებად გავიმარჯვებთ!

იდეა დაამარცხებს ფულს,

სიმართლე ტყუილს და სიკეთე ბოროტებას..." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.