• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი: ახალი მთავრობის თვითმიზანი ეკონომიკის ზრდა არ არის

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას თქმით, ახალი მთავრობის თვითმიზანი არა ეკონომიკის ზრდა, არამედ შემოსავლების თანაბარი გადანაწილებაა.

ქობულიას თქმით, მაგალითად, დიდი ინვესტორის შემოყვანით, რომელიც დიდ ქარხანას ააშენებს და გაიზრდება ეკონომიკა, არ მოიმატებს მოსახლეობის კეთილდღეობა. რეგიონების მცხოვრებლები დაუსაქმებლები დარჩებიან და სიღარიბის დონე არ შემცირდება. ქობულია მიიჩნევს, რომ მთავარია მოსახლეობის კეთილდღეობა, ეს კი ინკლუზიურობით მიიღწევა, რაც შემოსავლების თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს.

„ჩვენ გვინდა, რომ დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი, რომელიც თავად გამოიმუშავებს ცხოვრებისთვის საჭირო სახსრებს. ამით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაიზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა“, - თქვა ქობულიამ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღეს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში და პლენარულ სხდომაზე განიხილება.


თეგები :