• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება, ენმ-ს - გრიგოლ ვაშაძე

ორი წამყვანი ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა გაირკვა. 

არაოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტის კანდიდატი, დავით ბაქრაძე იქნება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლო კვლევებმა მის შთამბეჭდავ რეიტინგს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. 

პარტია, დავით  ბაქრაძეს 21 ივლისს წარადგენს. 

არსებული მონაცემებით, გადაწყვეტილება უკვე მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამაც.  

"პრესა.ჯის"ინფორმაციით, "ნაციონალების" საპრეზიდენტო კანდიდატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე იქნება. 

პარტიამ ვაშაძის კანდიდატურა შიდა კონსულტაციების შემდეგ დაასახელა და მასში „გარე ოპოზიციური ძალები არ მონაწილეობდნენ“. 

მანამდე კი, სხვადასხვა კანდიდატებს შორის, ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი გრიგოლ ვაშაძეზე შეჩერდა. 

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების შემდეგ კი, გიორგი ვაშაძე, რომელმაც თავის დროზე ვერც თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა ყოფილ მმართველ პარტიაში, კვლავ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დაუახლოვდა. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მათი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა. 

"ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. 

სავარაუდო კანდიდატებად სოზარ სუბარი, სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე განიხილებიან.