• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

გაუქმდება თუ არა სოზარ სუბარის სამინისტრო?

მმართველი გუნდი “ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ დღევანდელ მორიგ კონსულტაციაზე შეთანხმდება, რა ფორმით და შემადგენლობით დარჩება მთავრობა და როგორი სტრუქტურით ჩამოყალიბდება სამინისტროები.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "პრესა.ჯი"-ს განუმარტა, რმ მისთვის უცნობია, დაესწრება ბიძინა ივანიშვილი დაესწრება თუ არა კონსულტაციას, თუმცა, გუშინ გამართულ ანალოგიურ შეხვედრა იგი არ დასწრებია.

"პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კონსულტაციებზე განიხილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმების საკითხიც.

ამ უწყების გაუქმების შემთხვევაში, პოლიტიკის ნაწილი შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გადავა, ხოლო დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხები -  ჯანდაცვის სამინისტროში.

გარდა ამისა, განიხილება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანების საკითხი, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შესაძლო ვარიანტები.

სამინისტროების სტრუქტურულ რეფორმაზეა დამოკიდებული შემდგომი საკადრო ცვლილებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში, დაანონსებული 2-3 კვირის ვადაში იგეგმება.

წინასწარი ინფორმაციით,  სამთავრობო სტრუქტურების  გაერთიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე,  პრემიერ-მინისტრი მინისტრის პოსტებზე ახალი სახეების წარდგენას აპირებს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

თეგები :

სოზარ სუბარი