• თბილისი
  • 5°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

სააკაშვილი ოდესის ახალი გუბერნატორი - შეფასებები და მოლოდინები

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებამ, რომ მან, ოდესის ოლქის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჩააბარა, საქართველოს ხელისუფლება, გაანაწყენა.

უმრავლესობაში, არ მალავენ, რომ „ძებნილი სააკაშვილის“ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, ორ ქვეყანას შორის, გარკეულ „უხერხულობას“ ქმნის.

როგორც „პრესა.ჯი“-ს, „ქართული ოცნების“ წევრმა, „კონსერვატორმა“, ზვიად ძიძიგურმა, განუცხადა, სააკაშვილის გაგუბერნატორება, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, გავლენას მოახდენს.

ზვიად ძიძიგური: ჩემი მოსაზრებით, კონსერვატორების აზრი, კოალიციის შეფასებით, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის, ძებნილი პირის, გუბერნატორად დანიშვნა, გარკვეულ უხერხულობას ქმნის. სასიამოვნო, ნამდვილად არ არის, როცა ჩვენს ქვეყანაში, ძებნილი პირი, სხვა ქვეყანაში, მაღალ თანამდებობას იკავებს. საკაშვილის მიმართ, ბრალდებები, არსებობდა მაშინაც, როცა  პოროშენკომ, მრჩევლად დანიშნა, თუმცა, ეს არ იქნა გათვალისწინებული.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე კი, სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო, უკრაინელებს, "უთანაგრძნობს".

„სააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა, უკრაინის ხელისუფლების, ძალიან დიდი და სერიოზული შეცდომაა, თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ საქმეში, არ ვერევი. ღმერთმა ქნას, მიხეილ სააკაშვილი, იდეოლოგიურად შეცვლილი იყოს და სხვა ადამიანთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მისი სახელის და გვარის პიროვნებაში,  ეს, წარმოუდგენლად მეჩვენება", - აღნიშნა საგანელიძემ.

ექსპრეზიდენტის მიერ, უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების და ექსტრადირების საკითხს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც გამოეხმაურა:

„სააკაშვილის ექსტრადიციის შანსი, სამართლებრივად, ამოწურულია, რადგან მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა",- განაცხადა მან.
რაც შეეხება თავად საკაშვილის პოზიციას, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განმარტა, დღეს, მისთვის,  საქართველოს მოქალაქეობა, მატროსოვის  6 კვადრატულ მეტრს და საკანში ჯდომას  ნიშნავს. მან, აღნიშნა, რომ უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში, შეუძლია ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს.

„ვფიქრობ, ორი წელი, საკმარისზე მეტი ვადაა. საქართველოში, მოქალაქეობის ჩამორთმევა, პრეზიდენტის საქმეა. თუ საქართველოს პრეზიდენტი, გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან იმ მომენტში, როდესაც დავრბრუნდები საქართველოში და ეს მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ხალხი, როგორც გააუქმებინებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც ჩემზეა აღძრული, ასევე იზამს მოქალაქეობაზე.  ედუარდ შევარდნაძე, არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როდესაც ჩამოვიდა და გახდა ლიდერი.  ივანიშვილი, არ ყოფილა მოქალაქე, როცა დარბოდა, საარჩევნო კამპანიებს ატარებდა და გახდა ლიდერი, ასე რომ  მოქალაქეობა, არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება? დღეს, ჩემთვის, საქართველოს მოქალაქეობა,  ნიშნავს, მატროსოვის 6 კვადარატულ მეტრს, საკანში ჯდომას, სხვა ჩემს მეგობრებთან ერთად“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გუბერნატორის პოსტზე მუშაობას, ოფიციალურად შეუდგა.  

სააკაშვილს, უკრაინელი პოლიტოლოგები, უკრაინის მთავრობის მეთაურობასაც უწინასწარმეტყველებენ. პოლიტოლოგი, ვლადიმერ ფესენკო, აღნიშნავს, რომ პოროშენკოს, დიდი ხანია უნდოდა, ქარიზმატული ქართველი რეფორმატორის ჩართვა, რეფორმების პროცესში,
„შესაძლოა, რომ სააკაშვილის, ოდესის გუბერნატორად დანიშვნა, დროებით ვარიანტია და ოდესა, შესაძლოა, სააკაშვილისთვის, ტრამპლინი აღმოჩნდეს. ძალიან პოპულარულია კულუარული ვერსია, რომ დანიშვნის შემდეგი პუნქტი, პრემიერ-მინისტრის პოსტი გახდეს, -  ამბობს ფესენკო, რომელიც აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა, საკმაოდ რთული რეგიონი ჩაიბარა.

„ოდესა რთული რეგიონია, განსაკუთრებით, კლანური გარჩევების კონტექსტში. თუ სააკაშვილი, მიიღებს სრულ „კარტ ბლანშს“ და ძალოვნების მხარდაჭერას, მას, ყველა სხვა გუბერნატორზე, დიდი შესაძლებლობები ექნება“,- განაცხადა პოლიტოლოგმა.
პოლიტოლოგებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, მსოფლიო მედიაც, აქტიურად  ეხმაურება.
 საქართველოს ექს პრეზიდენტის შესახებ, სტატიას, “სი-ენ-ენი" აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტობის დროს, სააკაშვილი, ვლადიმერ პუტინისათვის,  ეკალივით იყო, ახლა კი, მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნა, კრემლის ლიდერისთვის, არც თუ სასიამოვნო სიახლე იქნება.

„ფაინენშალ თაიმსი“, სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას,  რეგიონული რეფორმის დაჩქარებას უკავშირებს.
გარდიანი კი, წერს, რომ პეტრო პოროშენკომ, ოდესის გუბერნატორად, პროდასავლური პოლიტიკის მქონე პირი  დანიშნა.

"ბი-ბი-სი", სააკაშვილზე წერს, რომ მან,  საკუთარ ქვეყანაში, რადიკალური რეფორმებით გაითქვა სახელი.

"რაშა თუდეი
", პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას, უცნაურს უწოდებს და წერს, რომ სააკაშვილზე, საქართველოს მთავრობას, ძებნა აქვს გამოცხადებული. სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნას, ეხმაურება “ენ-ტე-ვეც”, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა, ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორის, გისოსებს მიღმა გაშვების იმედს, არ კარგავს.


თეგები :