• თბილისი
  • 9°C
  • 25 იანვარი, 2021
article

ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული

წერეთლის გამზირზე მდებარე „ემ ბი სი“- ს ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული. ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბისი"-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.


თეგები :