• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

გურამიშვილზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

წუხელ, გურამიშვილის გამზირზე, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის ნომერ 78-ე კორპუსში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხედრები ერთ-ერთის მამამ ნახა.მოკლული ახალგაზრდები 20-21 წლის შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა არიან.

გავრცელებული ცნობით, ბიჭები მეგობრები იყვნენ. 

ერთი ვერსიით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა დახოცა და ადგილიდან მიიმალა, მეორე ვერსიით, კი ბინაში მყოფი ორი პირიდან ერთ-ერთს იარაღი გაუვარდა, ან ისროლა, რის შედეგად მისი მეგობარი გარდაიცვალა, თავად კი ამის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მკვლელობის იარაღი ბინაშია ნაპოვნი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 


თეგები :