• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

ახალციხეში, სოფელ ანდაში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა

ახალციხეში,სოფელ ანდაში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივებს ჭრილობები თავის არეში ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :