• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

"დაბადების დღეზე იყვნენ და სუფრიდან წამოსვლის მერე ჩხუბი მოუვიდათ" - ბოდბისხევში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში წუხელ, გვიან ღამით მომხდარი მკვლელობის დეტალები ვრცელდება.

მოკლული მამაკაცი 36 წლის ბექა ჭაბაშვილია.

გავრცელებული ცნობით, ის მეგობრის დაბადების დღეზე მეზობლებთან ერთად იმყოფებოდა. კონფლიქტი კი, სუფრიდან წამოსვლის შემდეგ დაიწყო. 

ადგილობრივების ცნობით, მამაკაცს მეზობელმა თავში ქვა ჩაარტყა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. "

არ ვიცი რაზე მოუვიდათ ჩხუბი, მაგრამ მათ საერთო ფერმა ჰქონდათ. როგორც თქვეს, ცემის დროს ბექას გონება დაუკარგავს. პაატას  კი მეზობლისთვის დაუძახია და უთქვამს, ნაცემია, უბანში აგდია და მიხედეთო," - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

დაზარალებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ბრალდებული პოლიციას თვითონ ჩაბარდა. 


თეგები :