• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ჩხოროწყუში ადგილობრივმა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ადგილობრივმა მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა.

ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის მორიგე ექიმის ლაშა ხუბუას განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მიკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.


თეგები :