• თბილისი
  • 30°C
  • 19 ივნისი, 2019
article

შსს-მ ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.ტ. ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩასა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანებიდან პირადი ნივთები, ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარა, რის შემდეგაც მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ ზ.ტ.-მ ავტომანქანებიდან მოპარულ საბანკო ბარათებზე არსებული თანხა გაანაღდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 284-ე მუხლით.


თეგები :