• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

შვედეთში, რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქე მიგრანტი მოკლა და ცხედარი დაანაწევრა, პატიმრობა მიესაჯა

შვედეთის საოლქო სასამართლოს ცნობით, რუსეთის მოქალაქე 49 წლის ანდრეი მანკოს ქართველი მიგრანტის მკვლელობისთვის 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულს რუსეთში დეპორტაცია ელის. 

მკვლელობა გასული წლის ოქტომბერში, შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე მიგრანტთა ბანაკში, კალიქსში მოხდა.

ბრალდებულმა მასთან ოთახში ერთად მცხოვრები 39 წლის ქართველის მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, მკვლელობა თავდაცვის მიზნით, ფიზიკური დაპირისპირებისას ჩაიდინა. გამოძიების ინფორმაციით, ანდრეი მანკო წარსულში მკვლელობისთვის რუსეთშიც იყო ნასამართლევი.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დანაწევრებული ქართველის ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართული.


თეგები :