• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

ქართველ ქურდებს შვეიცარიაში სახლის გაძარცვის დროს ჩაეძინათ

შვეიცარიის დასახლება პიან სან ჯაკომოში ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს. 

შვეიცარიული გამოცემა polizeiticker-ის ცნობით, მეზობლებმა ღამით საეჭვო პირები შეამჩნიეს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის შესახებ მეპატრონეს შეატყობინეს, რომელმაც სახლში მისვლისას ორი მძინარე ადამიანი ნახა. პოლიციელებმა დამნაშავეები მალევე დააკავეს. 

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები 19 და 26 წლის ქართველები არიან. ისინი რამდენიმე სახლის გაქურდვაში და სახლში უკანონო შეჭრაში არიან ეჭვმიტანილნი.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. შვეიცარიელი სამართალდამცველების განცხადებით, პიან სან ჯაკომოში კიდევ რამდენიმე სახლია, რომლებიც სავარაუდოდ ქართველებმა დაკავებამდე გაქურდეს.

 

 


თეგები :

×