• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

ოჯახური ძალადობის ბრალდებით ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი დააკავეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი სამართალდამცველებმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. 

ევროპის სამგზის პრიზიორს მეუღლის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი. საქმე მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ეხება , რომელიც სპორსტმენის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.

ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის რამდენჯერმე დაარღვია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


თეგები :

×