• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

ლადო ბედუკაძეს, ინტერვიუს ჩაწერის დროს, კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს

ლადო ბედუკაძეს, რამდენიმე წუთის წინ, ინტერვიუს ჩაწერის დროს, კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. შემთხვევა კვლავ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ლადო ბედუკაძეს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა, რომელიც ჟურნალისტს მოხვდა.

ბედუკაძე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრობას“ აკისრებს და არ გამორიცხავს თავდასხმათა სერიის გაგრძელებას.

ბედუკაძემ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელსაც ამ წუთებში ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებიან.

შეგახსენებთ, ლადო ბედუკაძეს დღეს, შუადღის საათებში რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ.

თეგები :

×